• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
დავით სერგეენკო გორის სამხედრო ჰოსპიტალში
08 აგვისტო, 2018

დავით სერგეენკო გორის სამხედრო ჰოსპიტალში

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალთან, დაღუპული ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს . საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს მომუშავე ექიმები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობის, მამაცობისა, თავდადებისა და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენი გადაეცათ: ზაალ გაბაშვილს (სიკვდილის შემდეგ), გიორგი გელდიაშვილს, ვასილ გორგაძეს (სიკვდილის შემდეგ), დავით მაკარიძეს, ნინო ქადეიშვილს (სიკვდილის შემდეგ), ნანული მაკრახიძეს, მედიკო მამუკაშვილს. დავით სერგეენკომ შეხვედრაზე მედიკოსებს სიტყვით მიმართა. დავით სერგეენკომ გიორგი მარგველაშვილთან ერთად დღეს ასევე მოინახულა საერთაშორისო მისიებში მყოფი ის ჯარისკაცები, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო