• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორთან
13 აგვისტო, 2018

შეხვედრა იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის - პროფესორ ნორიო ოჰმგარის შეხვდა.

იაპონიის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტის - „საქართველოში კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების ეპიდემიოლოგია“ პროგრესის განხილვა.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს,  მათ შორის - იაპონიის მთავრობის საერთაშორისო ერთობლივი კვლევების პროგრამაზე SATREPS საქართველოსთან ერთობილი პროექტის წარდგენის შესაძლებლობის განხილვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო