• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა ისრაელის ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან
15 აგვისტო, 2018

შეხვედრა ისრაელის ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან

საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ლაგვილავა ისრაელის ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის საკითხები განიხილეს.

უცხოელმა ექსპერტება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხის მაჩვენებლის ეროვნული პროგრამის შესახებ ისაუბრეს. პროგრამის ხელმძღანელმა, პროფესორმა რონიტ კალდერონმა კოლეგებს კვლევის შედეგებისა და საკუთარი ხედვების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინდიკატორულ სისტემას საფუძველი ისრაელში, „Braun School of Public Health & Community Medicine“-ში ჩაეყარა და დღეს, პროგრამა ისრაელისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაშია დანერგილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო