• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
15 აგვისტო, 2018

შეხვედრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც   დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ. თავდაპირველად  დავით სერგეენკო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს სამხრეთ კავკასიაში: იოჰანეს ვან დერ კლაუს და იოკო აკასაკას ესაუბრა. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი პერმანენტულად ახორციელებდა უწყების შესაძლებლობების გაზრდისა და  ბენეფიციარების დახმარების პროექტებს.  მსგავსი სახის თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

 დღესვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დევნილთა პრობლემების გადაჭრის საკითხებზე მომუშავე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF), USAID-ის პროექტ  ZRDA-ას და  ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ეს ორგანიზაციები უკვე წლებია  ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა მიმართულებით, არაერთ მნიშვნელოვან  პროექტს ახორციელებენ,  მათ შორის საარსებო წყაროებისა და დასაქმების ხელშეწყობის   მიმართულებით.

დღევანდელ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის საკითხები,   ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო