• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
მაია ლაგვილავა მედიკამენტების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
06 სექტემბერი, 2018

მაია ლაგვილავა მედიკამენტების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებიდან 3 დღის ვადაში, მედიკამენტებზე მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით 79-მა პენსიონერმა და 7-მა შშმ პირმა ისარგებლა. პროგრამის გაფართოვების შემდეგ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გარდა, პროგრამით ასაკით პენსიოერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც სარგებლობენ. ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 1 ლარად, პენსიონერები და შშმ პირები კი საბაზრო ღირებულების მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით იყიდიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა მედიკამენტების გაცემის პროცესს პირადად დაესწრო და პენსიონერებსაც გაესაუბრა. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს. მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო