საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფროსმა ალექსანდრე ურუშაძემ სიღარიბის ზღვერს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სამედიცინო ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს მთავრობის 2009 წლის დეკემბრის ¹218 დადგენილების შესაბამისად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 და მათი შეფასება მოხდა 2009 წლის 1 დეკემბრამდე, 2010 წლის 20 მარტამდე მიიღებენ სადაზღვევო ვაუჩერს. ასეთი ოჯახების რიცხვი შეადგენს 53 497 ოჯახს და 173 238 ადამიანს ვაუჩერების დარიგებას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილებები.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ადგილობრივთან ერთად, უწყების რეგიონალური სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თათბირზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრალიზებული სისტემის და რეფერალური მიმართვიანობის გაუმჯობესების მიზნით, წარმოდგენილ იქნა ახალი “კატასტროფებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა”, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კატასტროფებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებში დაინერგება. ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, საჭირო მედიკამენტები დროულად მიეწოდება სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე ონლაინ რეჟიმში მოხდება რეანიმობილების მარშრუტისა განსაზღვრა და პაციენტთა შესაბამის სპეციალიზირებულ სტაციონარში განთავსების განსაზღვრა.