საგანმანათლებლო კურსი დედათა, ახალშობილთა, ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის ევროპულ სკოლაში
იტალიის ქ. ტრიესტეს ბავშვთა ჯანმრთელობის ინსტიტუტთან არსებული დედათა, ახალშობილთა, ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის ევროპული სკოლა მართავს შემდეგ საგანმანათლებლო კურსებს:
1. “საზოგადროებრივი ჯანდაცვის პრინციპები დედათა, ახალშობილთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის სფეროში”. კურსი გაიმართება 2010 წლის 5-16 ივლისს. მისი ღირებულებაა 840 ევრო, რომელშიც შედის კურსში მონაწილეობა, სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა, შესვენებები ყავაზე (coffee breaks) და სადილი (lunch) 10 დღის განმავლობაში.
2. “დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში ჯანდაცვის სერვისების კვლევის მეთოდები”. კურსი გაიმართება 2010 წლის 19-23 ივლისს. მისი ღირებულებაა 360 ევრო, რომელშიც შედის კურსში მონაწილეობა, შესვენებები ყავაზე (coffee breaks) სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა და სადილი (lunch) 5 დღის განმავლობაში. კურსების ღირებულება არ ითვალისწინებს სასტუმროს და მგზავრობის ხარჯებს. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 აპრილი. ყოველივე ზემოხსენებულის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ მასალებში: