: სიახლეები
 
 
 
  - სასწავლო კურსი “ჯანდაცვის მენეჯმენტი” ...     - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება ...     - საავადმყოფოს მშენებლობაGგარდაბანში ...     - ...     - ოზურგეთში ახალი საავადმყოფო შენდება ...     - ქედაში ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყო ...     - საავადმყოფოს მშენებლობა მარნეულში ...     - სამედიცინო აქცია გარდაბანში ...      
home search sitemap
     
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 






     

     
 
 
28.01.2010
  ახალი სადაზღვევო სისტემა საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ახალი სადაზღვევო სისტემის ამოქმედება იყო. პროექტის დეტალები პრეზიდენტს პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინეს. ახალი სადაზღვევო პაკეტის პრეზენტაციას სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროექტში აღნიშნულია, რომ სადაზღვევო კომპანიებმა 3 თვის განმავლობაში მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება აიღონ. ხელშეკრულებაში დეტალურად გაიწერება სად და რამდენი კლინიკა უნდა აშენდეს.


მშენებლობის პირველი ეტაპი 2011 წლის სექტემბერში დასრულდება. ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელები მედიკამენტებს სახელმწიფოს მხრიდან 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ და დაზღვევა სამწლიანი გახდება.
“უპირვლესად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვეღუპება ან ხალხის ჯანმრთელობას ზიანი ადგება ელემენტარული წამლების შესაძენად ფულის არ ქონის გამო. გაჭირვებულთა დასახმარებლად შემოვიღეთ დაზღვევა, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს მედიკამენტები მაინც პრობლემად რჩება. არადა, ყველამ კარგად იცის, დაახლოებით რა წამლები სჭირდება საშუალოდ ოჯახს. მე ის მედიკამენტები წამოვიღე, რომლებიც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველა ოჯახში უნდა იყოს. ეს წამლებია: პარაცეტამოლი, ვალიდოლი, ნიტროგლიცერინი, ასევე წნევის კონტროლისა და წყლულის, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში აუცილებელი პრეპარატები. ჩვენი დაზღვევით აქამდე ეს დაფარული არ იყო. ახლა შემოგვაქვს 50%-იანი თანადაფინანსების სისტემა. მაგალითად: თუ მედიკამენტი 20 ლარი ჯდება მოქალაქეს 10 ლარს ჩვენ დავუფინანსებთ. ამას ემატება ამბულატორიული და სხვა მკურნალობის ხარჯები. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ხალხისთვის ჯანმრთელობა ხელმისაწვდომი გახდეს.” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
“სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანი სადაზღვევო კომპანიებს საკმაოდ დაბალი დონის კლინიკებში მიჰყავთ, რაც სერიოზული პრობლემაა. მომავალი წლის 1 სექტემბრიდან შემოგვაქვს ახალი სტანდარტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ ან თანადაფინასებით დაზღვეულ ადამიანს, აღნიშნული სტანდარტით გათვალისწინებულ კლინიკებში მოემსახურებიან. ეს იქნება ბიძგი, რომ კერძო პირებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, რეგიონებში ახალი საავადმყოფოების აშენებისთვის ინვესტირება დაიწყონ.”- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა.
“სახელმწიფო, როგორც ყველაზე დიდი შემსყიდველი მომსახურების ამ ბაზარზე, 2011 წლის პირველი სექტემბრიდან დაბალი დონის კლინიკიდან მომსახურებას აღარ შეისყიდის. აქედან გამომდინარე,(განსაკუთრებით ეხებათ რაიონებს) გამართული და ეფექტური მუშაობა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. ასევე გვინდა, რომ რამდენიმე დიდი კლინიკა სახელმწიფო მფლობელობაში დარჩეს. ამ კუთხით, ვაპირებთ, დავნერგოთ ახალი ელემენტი და შემოვიყვანოთ გამოცდილი კომპანია კერძო მართვაში. რამდენიმე ასეთი კომპანია უკვე შერჩეული გვყავს. დღევანდელ შეხვედრაზე კერძო მფლობელობაში არსებული კლინიკების საკითხიც განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია.” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
პროექტი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათი განმარტებით, ახალი სადაზღვევო პაკეტის დანერგვა ამ სისტემის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 
     

     


 

     

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი