ტუბერკულოზის კონტროლის თბილისის რეგიონული სასწავლო ცენტრის გახსნა
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ტუბერკულოზის კონტროლის თბილისის რეგიონული სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრში მედიცინის მუშაკები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. სასწავლო ცენტრი ნიდერლანდების სამეფო ფონდის “ტუბერკულოზის მხარდაჭერით’ იმუშავებს. დღესვე საფუძველი ჩაეყარა ახალი შენობის მშენებლობას, სადაც მომავალი წლიდან სასწავლო ცენტრი გადავა. შენობის საფუძველში ჯანდაცვის მინისტრმა, პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა და მედიცინის მუშაკებმა სიმბოლურად ამპულა ჩადეს. ქალბატონმა სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ “ საქართველოს აქვს ტრენინგების დიდი გამოცდილება.ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ტუბერკულოზის ეპიდომოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური გარანტი გახდება.
ჩვენ მართლაც რეგიონალურ როლს ვასრულებთ. სომხები, აზერბაიჯანელები, ყაზახები, თურქები ჩამოდიან ჩვენთან და სწავლობენ როგორ უნდა მოუაროთ კარგად, ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს, კლასიკური თუ რეზისტენტული ფორმის.” ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით: “ეს იქნება რეგიონული სასწავლო ცენტრი, სადაც კოლეგები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ასევე შუა აზიიდან, შეძლებენ გაიარონ ტრენინგების კურსი. ჩვენთან ტუბერკულოზის ზედამხედველობისა და მკურნალობის საქმე ძალიან კარგად არის აწყობილი, დონორებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მეცადინეობით საკმაოდ ბევრი გაკეთდა, გვაქვს ახალი ტუბერკულოზის ცენტრი”