ცოცხალი ქსოვილების ელექტრონული შედუღების ტექნოლოგია
ო.პატონის სახელობის ელექტროშედუღების ინსტიტუტი რიგ ავტორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად, შეიმუშავა ქირურგიული ხელსაწყო, ცოცოხალი ქსოვილების ელექტრონული შედუღების ტექნოლოგიით. ეს ახალი ქირურგიული ტექნოლოგია უზრუნველყოფს სისხლდენის მნიშვნელოვან შემცირებას, ოპერირებული ორგანოს ფუნქციის უფრო სწრაფ აღდგენას და მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის რეაბილიტაციის ვადას.
გამოკვლევათა დიდმა რაოდენობამ და შედუღების ტექნოლოოგის გამოყენების კლინიკურმა გამოცდილებამ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მისცა საფუჩველი გაეცა დანადგარის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა და კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენების ნებართვა. მსგავსი ნებართვები გასცეს აშშ-ს, რუსეთის და ევროკავშირის შესაბამისმა სამსახურებმა. ცოცხალი ქსოვილების შედუღების მეთოდი დაპატენტებულია უკრაინაში, რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ინდოეთში, ჩინეთში, ევროკავშირსა და ავსტრალიაში. დღეისათვის შემუშავებულია ქირურგიული ჩარევის 100-ზე მეტი მეთოდი. ადამიანებზე ჩატარებულია 52 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია. დეტალური ინფომაცია იხილეთ საიტზე: www.paton.kiev.ua ო.პატონის სახელობის ელექტროშედუღების ინსტიტუტი, ქ.კიევი, უკრაინა.