: სიახლეები
 
 
 
  - სასწავლო კურსი “ჯანდაცვის მენეჯმენტი” ...     - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება ...     - საავადმყოფოს მშენებლობაGგარდაბანში ...     - ...     - ოზურგეთში ახალი საავადმყოფო შენდება ...     - ქედაში ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყო ...     - საავადმყოფოს მშენებლობა მარნეულში ...     - სამედიცინო აქცია გარდაბანში ...      
home search sitemap
     
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 






     

     
 
 
05.02.2010
  სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება დაიწყო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფროსმა
ალექსანდრე ურუშაძემ სიღარიბის ზღვერს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სამედიცინო ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის დეკემბრის ¹218 დადგენილების შესაბამისად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 და მათი შეფასება მოხდა 2009
წლის 1 დეკემბრამდე, 2010 წლის 20 მარტამდე მიიღებენ სადაზღვევო ვაუჩერს. ასეთი ოჯახების რიცხვი შეადგენს 53 497 ოჯახს და 173 238 ადამიანს ვაუჩერების დარიგებას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილებები.


ყველა ოჯახს აქვს უფლება თავად გააკეთოს არჩვანი რომელ სადაზღვევო კომპანიასთან სურს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება 3 წლის ვადით.

სადაზღვევო ვაუჩერები დაგაეცემათ სახალხო არტისტებს, სახალხო, რუსთაველის პრემიის ლაურიატებს, კომპაქტურ დასახლებაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.

ყველა იმ ოჯახს, რომელიც უკვე დაზღვეული იყო და ვისაც ეწურება სადაზღვეო პერიოდი ორი თვით ადრე შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს განცხადებით სადაზღვეო კომპანიის შეცვლასთან დაკავშირებით. განცხადება თავად უნდა მიიტანოს ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
ამ პირობების ან ვადის დარღვევის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. ასევე არ განიხილება განცხადებები, რომელიც არ არი წარმოდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, რადგან ამ შემთხვევაში ვერ ხდება ვერც განმცხადებელის იდენტიფიკაცია და ვერც ხელმომწერების ნამდვილობის დადასტურება, ვერც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ვადების დაცვა.
ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ირღვევა მოქალაქის, ოჯახის უფლება მიიღოს ვაუჩერი და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, გთხოვთ დაუყონებლივ აცნობოთ სოციალური სააგენტოს ოპერატიულ სამმართველოს ტელეფონზე: 952228

 
     

     


 

     

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი