ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • Contrast:

  • Resolution:

  • Font:

  • A
GEEN
moh.gov.ge


European Commission, January 2015 - Monitoring Good Practices Report volume 2 EN

ევროკომისია, 2015 წლის იანვარი -  წარმატებული პრაქტიკის მონიტორინგი დასაქმების, სოციალური საკითხების და ჩართულობის სფეროებში. ანგარიში ეყრდნობა დასაქმების გენერალური დირექტორატის მიერ 2011-2012 წლებში დაფინანსებული პროექტების მაგალითებს.

ევროკომისია აფინანსებს პროექტებს რომლების მიზაცინაა დაეხმაროს ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ადმინისტრაციებს, სოციალურ და ეკონომიკურ პარტნიორებს და სხვა ორგანიზაციებს ახალი მომსახურებების განვითარებასა და მიწოდებაში, ახალ პოლიტიკის შეფასებასა და წარმატებულ პრაქტიკის გაზიარებაში დასაქმების, სამუშაო პირობების, სოციალური დაცვისა და ინკლუზიის სფეროებში. მიღწეული შედეგების გავრცელების ხელის შეწყობის მიზნით, ეს ანგარიში მიმოიხილავს იმ წარმატებული პროექტების მაგალითებს, რომლებსაც მხარს უჭერდა ევროპული პროგრამა პროგრესი 2011-2012 წლებში.

 

 European Commission, March 2015 - PES Practices for the Outreach and Activation of NEETs EN pdf icon

ევროკომისია, 2015 წლის მარტი - საჯარო დასაქმების მომსახურების სააგენტოთა პრაქტიკები  იმ ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად და მათ გასააქტიურებლად, რომლებიც არ არიან ჩართულნი სასწავლო, სამუშაო ან ტრენინგ პროგრამებში (NEETs). ეს ანგარიში მომზადდა სასწავლო, სამუშაო ან ტრენინგ პროგრამებს გარეთ მყოფი ახალგაზრდების გააქტიურების 28 პრაქტიკის აღწერის საფუძველზე, რომლებიც 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა 25-მა საჯარო დასაქმების მომსახურების სააგენტომ 23 ქვეყანაში.

 

European Lifelong Guidance Policy Network, 2012 - Lifelong Guidance Policy Resource Kit EN pdf icon

მთელი ცხოვრების მანძილზე  დაგეგმვის პოლიტიკის ევროპული  ქსელი, 2012 წელი - მთელი  ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის პოლიტიკის განვითარება: მეთოდოლოგიური მასალების ნაკრები.

მეთოდოლოგიური მასალების ნაკრები განკუთვნილია პოლიტიკის შემქმნელებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვს რათა მისცეს მათ საშუალება მიმოხილონ მათ ქვეყანასა თუ რეგიონში არსებული მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის დადგენილება. აღნიშნული მასალების ნაკრები აგრეთვე ეხება ისეთი საკითხებისა და ხარვეზების  იდენთიფიცირებას, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და გამოსწორებას ევროპის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით. მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვა მოიცავს ყველა იმ აქტივობას რომელიც მიმართულია ინდივიდების დახმარებზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ჰქონდეთ გააკეთონ განათლებასთან, გადამზადებასა და პროფესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და შეძლონ საკუთარი კარიერის მართვა.

 

European Trade Union Confederation, April 2016 - A European Quality Framework for Apprenticeships EN pdf icon

ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაცია, 2016 წლის აპრილი - ევროპის შეგირდობის  ხარისხის ჩარჩო - ევროპის პროფესიული კავშირების შეთავაზება.

შეთავაზება მოუწოდებს ევროკომისიას და ევროსაბჭოს რომ:

  •     შეთავაზებულ იქნას ევროპის შეგირდობის ხარისხის ჩარჩო, რომელიც მოიცავს ნათელ განმარტებას და ხარისხის სტანდარტებისა და კრიტერიუმების კონკრეტულ სერიას;
  •       უზრუნველყოფილ იქნას ევროკავშირის განათლებისა და გადამზადების ინსტრუმენტების პირდაპირი კავშირი შეგირდობის ტრენინგების ხარისხთან;
  •      დაიწყოს ამბიციური მობილურობის ინიციატივა Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მისცემს საშუალებას 1 მილიონ შეგირდს ისწავლოს და იმუშაოს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში 2020 წლისთვის.

 

 

კარიერის დაგეგმვა - პერსპექტიული პრაქტიკა

 

ICCDPP, 2013 - Promising Practices - Finland doc icon

ფინეთი: კარიერის დაგეგმვის ცენტრები და ელ.-დაგეგმვის მომსახურებები.

კარიერის დაგეგმვის ცენტრები, შეიქმნა როგორ საპილოტე პროექტი 2010 წელს, და დღეს უკვე არსებობს ფინეთის 30 რეგიონში. მათი მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდების (30 წელს ქვემოთ) საბაზისო მხარდაჭერა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ცენტრებს ჰყავთ ინსტიტუციური წარმომადგენლები მუნიციპალური, საგანმანათლებლო, სოციალური და ჯანმრთელობის ორგანოებიდან, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ იპოვონ მომსახურებები ან მათი კომბინაცია, რომელიც მათ სჭირდებათ ერთ კონკრეტულ ფიზიკურ ლოკაციაში. ცენტრების პერსონალი დამატებით უზრუნველყოფს პირისპირ დახმარებას ეროვნული სატელეფონო დახმარების ხაზისთვის.

 

ICCDPP, 2016 - Promising Practices - Croatia doc icon

ხორვატია: მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის ცენტრები

ეს მაგალითი აღწერს ხორვატიაში მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის ცენტრების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას. მათი ძირითადი აქცენტი დღემდე ახალგაზრდების მომსახურებაზე კეთდება.

CISOK (მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის ცენტრი) წარმოადგენს პარტნიორობას - რომელიც დაფუძმებულია ერთ ადგილას ყველა მომსახურების მიღების (one-stop-shop) მოდელზე, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, რჩევა და მითითებები კარიერის მართვის უნარების გაძლიერებაზე, სამუშაოს ძიებაზე, საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე და ა.შ. დღესდღეობით ხორვატიის 10 რეგიონში CISOK-ის 11 ცენტრი არსებობს. 2020 წლამდე დაგეგმილია არანაკლებ 11 ახალი ცენტრის გახსნა, რათა გაუმჯობესდეს კარიერის დაგეგმვის მომსახხურების ხელმისაწვდომობა და ხარისხი მთელი ქვეყანის მასშტაბით.

 

ICCDPP, 2016 - Promising Practices - Estonia doc icon

ესტონეთიელ.-ესტონეთი

ესტონეთმა, რომელსაც 1.25 მილიონი მოსახლე ყავს, დაიწყო ძალიან ამბიციური გეგმის განხორციელება სახელად ელ.-ესტონეთი, რომელიც გულისხმობს ესტონეთის E- (ელ. ან ელექტორნულ) ქვეყნად ტრანსფორმირებას. ელექტრონული მომსახურებები რუტინად იქცა: ელ.-არჩევნები, ელ.-გადასახადები, ელ.-პოლიცია, ელ.-ჯანდაცვა, ელ.-ბანკინგი, ელ.-სკოლა და უკვე ელ.-საცხოვრებელიც კი. ელ. მართვის ფაქტორი განათლებისა და შრომის ბაზრის სექტორებსაც შეეხო!

თუმცა ეს არ წარმოადგენს მარტივ ტრანსფორმაციას. მოქალაქეთა ციფრული კომპეტენციები, როგორც განათლების პროფესიონალების, ისე დაგეგმვის პრაქტიკოსთა, ჯერ კიდევ გამოწვევაა.

 

ICCDPP, 2016 - Promising Practices - Norway doc icon

ნორვეგია : მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის სისტემის განვითარება

ნორვეგიის მოსახლეობა 5 მილიონს აღემატება (რომელიც 19 ოლქზე და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა გაფანტული). პროექტის საწყისი დოკუმენტი აღწერს იმ პროგრესს, რომელიც  ბოლო პერიოდში მიღწეულ იქნა ნორვეგიაში მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის სისტემის განვითარების კუთხით.

ახალგაზრდებს ნორვეგიაში კარიერის დაგეგმვის ლეგალური უფლება აქვთ. 2005 წლიდან ყველა ოლქში დაარსდა პარტნიორობები კარიერის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, რომელთაც ჩამოაყალიბეს რეგიონალური კარიერის ცენტრები. ეს ცენტრები მხარს უჭერს სკოლებში და საჯარო დასაქმების სამსახურებში კარიერის დაგეგმვას. არსებობს მნიშვნელოვანი განსახვავებები იმაში, თუ როგორ მუშაობს პარტნიორობები სხვადასხვა ქვეყნებში.  კარიერის დაგეგმვის მომსახურებებისა და  ინსტრუმენტების მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით ეროვნულ სააკორდინაციო ჯგუფთან და დაინტერესებულ მხარეეთა ეროვნულ ფორუმთან ერთად  შეიქმნა მთელი ცხოვრების მანძილზე დაგეგმვის ეროვნული ერთეული (2011 წელი). ბოლო პერიოდში ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო დაგეგმვის მუშაკების პროფესიონალიზაციის გაუმჯობესებისკენ.

 

შრომის ბაზრის სფეროში აქტიური ორგანიზაციები

(ქსელები, ასოციაციები და კვლევითი დაკვლევითი ორგანიზაციები)

ორგანიზაციის დასახელება

ვებ გვერდი

განსაკუთრებული შესაძლებლობების ექსპერტთა აკადემიური ქსელი (ANED)

http://www.disability-europe.net/

საჯარო დასაქმების სამსახურების ევროპული ქსელი (PES)

http://ec.europa.eu/social/main.jsp?catId=1100&langId=en

შრომის მიგრაციისა და ინტეგრაციის ექსპერტთა დამოუკიდებელი ქსელი (LINET)

http://www.labourmigration.eu/

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)

http://www.iom.int/

შრომის ბაზრის რეგიონალური მონიტორინგის ევროპული ქსელი (EN RLMM)

http://www.regionallabourmarketmonitoring.net/

დასაქმების კვლევის ინსტიტუტი (IAB)

www.iab.de/en

ვორვიკის დასაქმების კვლევის ინსტიტუტი (IER)

http://www2.warwick.ac.uk/fac/soc/ier/

ევროპული პროფ. კავშირების ინსტიტუტი (ETUI)

https://www.etui.org/

პროფ. კავშირებთან დაკავშირებული კვლევითი ინსტიტუტები (TURI)

http://www.turi-network.eu/

განათლება როგორც კეთილდღეობა (EduWel)

http://www.eduwel-eu.org/

პროფესიული დაგეგმვისა და კარიერის კონსულტირების ევროპული საზოგადოება (ESVDC)

http://www.esvdc.org/

ევროპაში კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების ინოვაციის ქსელი (NICE)

http://www.nice-network.eu/

ევროპის მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პოლიტიკის ქსელი (ELGPN)

http://www.elgpn.eu/

საგანმანათლებლო და პროფესიული დაგეგმვის საერთაშორისო ასოციაცია (IAEVG)

http://www.iaevg.org

კარიერის განვითარებისა და საჯარო პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრი (ICCDPP)

http://iccdpp.org/

ევროპის საგანმანათლებლო ფონდი (ETF)

http://www.etf.europa.eu/web.nsf/pages/home

საჯარო დასაქმების სამსახურების მსოფლიო ასოციაცია (WAPES)

http://www.wapes.org/en

შრომის შესწავლის ინსტიტუტი (IZA)

http://www.iza.org/en/webcontent/index_html

ევროგაიდენსი (eg)

http://euroguidance.eu/

დასაქმების პოლიტიკის ევროპული ობსერვატორია (EEPO)

http://ec.europa.eu/social/main.jsp?catId=1086&langId=en

საჯარო მომსახურების მიმწოდებელ დამსაქმებელთა და საწარმოთა ევროპული ცენტრი (CEEP)

http://www.ceep.eu/

საერთაშორისო დამსაქმებელთა ფედერაცია (FedEE)

http://www.fedee.com/

ევროპული პროფ. კავშირების კონფედერაცია (ETUC)

http://www.etuc.org/

ახალგაზრდების დასაქმების ქსელი (YEN)

http://www.ilo.org/public/english/employment/yen/index.htm

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოSOCIAL SERVICE AGENCYLEPL REGULATION AGENCY FOR MEDICAL AND PHARMACEUTICAL ACTIVITIESSOLIDARITY FUNDSTATE FUND FOR PROTECTION AND ASSISTANCE OF (STATUTORY) VICTIMS OF HUMAN TRAFFICKINGNational Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიLABOUR MARKET INFORMATION SYSTEMGOVERMENT OF AUTONOMOUS REPUBLIC OF ADJARAMINISTRY OF HEALTH AND SOCIAL AFFAIRS OF U/R ABKHAZIAდამოკიდებულების პრევენციის სერვისი