ჰიდროცეფალიის მართვა
- მთავარი
- ჰიდროცეფალიის მართვა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №01-123/ო ბრძანებით დამტკიცებული „ჰიდროცეფალიის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მართვა პედიატრიული ასაკის პაციენტებში" - პროტოკოლის თაობაზე ვიდეორგოლის შექმნის მიზანია პედიატრიული ასაკის პაციენტებში ჰიდროცეფალიის დროული დიაგნოსტიკა, მისი მართვის ხარისხის გაუმჯობესება, დაავადების მძიმე გართულებების შემთხვევათა შემცირება და სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება როგორც ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის, ასევე, დაავადებული ბავშვების მშობლებისათვის. აღნიშნული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ჰიდროცეფალიის დროულ ამოცნობას, შესაბამის სპეციალისტთან რეფერალს, დროულ მკურნალობას და შედეგად, დაავადების მძიმე გართულებების შემთხვევათა შემცირებასა და უნარშეზღუდულობის აცილებას ან მისი ხარისხის შემცირებას.
სამინისტრო მადლობას უხდის ტელეკომპანია "პულსსა" და მათ ტექნიკურ ჯგუფს ვიდეო-ლექციის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.
.