ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge

C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად"-ის მხარდაჭერით.

 

რას ითვალისწინებს პროგრამა?

  •  • დაავადების დიაგნოსტიკა
  •  • მკურნალობა
  •  • პრევენცია

 

ჰეპატიტის  პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური  და შემდგომი  კვლევები ფინანსდება 100%-ით

 

მკურნალობა

პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს: „ეპკლუსა" და „ჰარვონი". საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტს: „რიბავირინს".

 

როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა?

C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.

 

1) სკრინინგი - C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სკრინინგული კვლევა. ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელია უსასყიდლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ცენტრალურ და  რეგიონულ ფილიალებში, NCDC მობილური ამბულატორიების  მეშვეობით, პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში და იუსტიციის სახლებში.

2) კვლევა- ანტი HCV დადებითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი იტარებს კონფირმაციულ კვლევას C ჰეპატიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად. კვლევის ჩატარება შესაძლებელია C ჰეპატიტის მართვის  პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბენეფიციარი იტარებს სხვა კვლევებს, მათ შორის გენოტიპირების ანალიზს. პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულად ფინანსდება.

3) რეგისტრაცია- კვლევების დასრულების შემდეგ, პროვაიდერი კლინიკა აგზავნის სრულ დოკუმენტაციას სოციალური მომსახურების საგენტოში განსახილველად. ამდენად, პაციენტს არ მოუწევს დამატებით სააგენტოში/სააგენტოს ფილიალებში მისვლა რეგისტრაციისთვის.

ასევე, გამარტივებულია კომისიური განხილვის მექანიზმი, რაც ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სააგენტო პაციენტის რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ ავტომატურად გადაამისამართებს შემთხვევას კომისიის ველში. პაციენტი რეგისტრაციიდან  არაუმეტეს 7-10 სამუშაო დღის ვადაში შეძლებს მკურნალობის დაწყებას. 

4)მკურნალობა- განცხადების კომისიური წესით განხილვის შემდეგ პაციენტები გადამისამართდებიან სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად. 

 

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოემსახურებიან პაციენტებს

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ

C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი რეგიონებში- იმერეთი

C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი რეგინებში -კახეთი

C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი რეგიონებში- რაჭა

C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი რეგიონებში- გურია

C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი რეგიონებში- აჭარა

 C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი რეგიონებში- სამეგრელო

C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი რეგიონებში- მცხეთა

 ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაცია. TAG Recommendations

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის შუალედური შეფასების ანგარიში 2016-2017 წლებისთვის

 

National Hepatitis C Virus Elimination Progress Report, Georgia 2015-2017

National Hepatitis C Virus Elimination Progress Report, Georgia January 1, 2017 - June 30, 2018

 

STRATEGIC PLAN FOR THE ELIMINATION OF HEPATITIS C VIRUS IN GEORGIA, 2016-2020

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება N633, 2016 წლის 30 დეკემბერი, ქ. თბილისი. ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის დადგენილება N272 2016 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 20 აპრილის N169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი