ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge

2017 წლის  1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. 

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  ჯგუფები და დაფინანსების პირობები:

სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად

    უნარჩუნდებათ 

  • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:

   • უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი

   • არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები:

   • საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ

   • კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება. 

   უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების ( ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია ) მკურნალობა და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება. 

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს

  • სარგებლობენ  ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

  • უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა,

    მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს უნარჩუნდება მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება

ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვნად სარგებლობა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ,100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

 

 

 

ინფორმაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთათვის

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის (დანართი N1.9) ბენეფიციარების რეგისტრაციის წესი და პირობები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა

ბრძანება №04-197/ო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყო ფისკომპონენტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხის, ფასის დადგენის წესის აგრეთვე , ამავე კომპონენტის ბენეფიციარების რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ონკოლოგიურ პაციენტთა სამკურნალოდ გათვალისწინებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები

ბრძანება №01-422/ო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტთა სამკურნალოდ გათვალისწინებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები (მონოკლონური ანტისხეულების, პროტეინ კინაზას ინჰიბიტორების და ბისფოსფონატების)ნუსხის დამტკიცების შესახებ

ბრძანება №01-221/ო

ბრძანება №01-189/ო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლად გამონაკლისის სახით სამედიცინო დაწესებულებების განსაზღვრის შესახებ

ბრძანება №01-189/ო დანართი

პჯდ-დაწესებულებები 2020 წლის 1 მაისიდან

ცხრილი-საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთათვის

განაცხადის ფორმა და შევსების წესი

სასარგებლო ბმული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო