ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge

 2014 წლის აპრილში მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ცენტრალურმა ოფისმა უმასპინძლა მაღალი დონის შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ გაეროს გენერალური მდივანი ბატონი ბან კი-მუნი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ქალბატონი მარგარეტ ჩენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ბატონი ჯიმ იონგ კიმი და გაეროს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო სააგენტოების 40-მდე მაღალი რანგის არმომადგენელი. შეხვედრის მთავარი თემა მსოფლიოში 2030 წლისათვის საყოველთაო ჯანდაცვის მიზნის მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებები იყო. საყოველთაო ჯანდაცვა გლობალური ჯანდაცვის უმთავრესი პრიორიტეტი ჯერ კიდევ 2012 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შემდეგ გახდა. მსოფლიო ბანკის აპრილის შეხვედრაზე მარგარეტ ჩენმა ასევე განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უკვე აღიარებულია მოსახლეობაში სიღარიბის აღმოფხვრისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იარაღად.
მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი Lancet თავის პუბლიკაციაში ასევე ყურადღებას ამახვილებს საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან დადგინდა, რომ ჯანდაცვაში ინვესტირებული თითოეული აშშ დოლარიდან ქვეყნებს 9-20 აშშ დოლარის ამონაგები უბრუნდებათ.
ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრას და საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
ამასთანავე საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის 1 წლიანი გამოცდილება უკვე შეაფასეს მსოფლიო ბანკის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ექსპერტებმა. საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციები ხვალ, 8 მაისს წარუდგენენ მედიასა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს.
მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრის მასალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე.

UHC Fact Sheet

Lancet Global Health_2035_Comment_Jim Yong Kim

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი