ინფორმაცია სოფლის ექიმებისთვის
- მთავარი
- ინფორმაცია სოფლის ექიმებისთვის
პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ სოფლის ექიმების რგოლი, წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ კომპონენტს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რათა სოფლის ექიმები სრულად იყვნენ ჩართულები სისტემის გამართულად ფუნქციონირების პროცესში და დროულად იყვნენ ინფორმირებულნი იმ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის სფეროში.
ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ძირითად ნორმატიულ აქტებს, რომლის ცოდნა მნიშვნელოვანია სოფლის ექიმებისთვის.
1. სოფლის ექიმის პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად" კომპონენტის აღწერილობა;
2. ძირითადი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია სოფლის ექიმის ოფისისათვის შეგიძლიათ იხილოთ ,,სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და ,,ექიმის ჩანთის" განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის N63/ო ბრძანებაში;
3. სამედიცინო დოკუმენტა ციის წარმოებისას (მ.შ სამედიცინო ისტორია, რეგისტრაციის ჟურნალი) უნდა იხელმძღვანელოთ ,,ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით;
4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა) გაცემის წესი რეგულირდება ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს 338/ნ ბრძანებით;
5. ბიულეტინის გაცემის წესი რეგულირდება - ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით;
6. დაბადება - გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების გაცემისას უნდა იხელმძღვანელოთ ,,დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის 01-5/ნ-№19 ერთობლივი ბრძანებით;
7. სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შევსებისას იხელმძღვანელეთ ,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის N 27/ნ ბრძანებით, იხილეთ აღნიშნული ბრძანების ამონარიდი.
თქვენთვის აქტუალურ საკითხებზე შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: 2 51 00 38 (11-15; 11-18)
ელ–ფოსტა: info@moh.gov.ge