ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები
- მთავარი
- ანგარიშები
- ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები
ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადების მეთოდოლოგია მოწონებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ექსპერტების მიერ და წარმოადგენს მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწვეტილების მიღების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშები წარმოადგენს სტანდარტული, ორგანზომილებიანი ცხრილების ერთობლიობას. იგი განსაზღვრავს ჯანდაცვის სისტემაში ფინანსური ნაკადების მოძრაობას და ქვეყანაში რა წყაროებიდან ხდება თანხების მობილიზება, სად ხდება მათი აკუმულირება, ვინ განკარგავს აკუმულირებულ თანხებს, რა თანხები იხარჯება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებზე, როგორ ხდება ფინანსური სახსრების განაწილება მომსახურების სახეების მიხედვით, მოსახლეობის რომელი ჯგუფები იღებს სარგებელს ჯანდაცვაზე დანახარჯების შედეგად. საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების დანერგვისა და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2003 წლიდან დაიწყო. 2006 წლის 18 იანვარს საქართველოს მთავრობის N11 დადგენილებით „საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ“, ხოლო 2010 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N229 დადგენილებით ,,საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” განხორციელდა ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების ფორმალიზაციის პროცესი.
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში - 2012 - 2017
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში - 2002
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2001
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2002
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2003
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2004
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2005
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2006
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2007
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2008
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2009
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2010
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2011
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2012
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2013
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2014
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიში-2015