ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge

სოციალური მოდელი

,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირების შემდეგ, ამავე კონვენციის პრინციპებიდან გამომდინარე,  საქართველოს ევალება განახორციელოს შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის ძირეული რეფორმა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის არსებული სამედიცინო მოდელის ნაცვლად შექმნას მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაში მოვა სოციალური მოდელის იმ პრინციპებთან, რომლითაც გათვალისწინებულია ინდივიდუალური ფუნქციონალური შეფასება და საჭიროებებზე მორგებული  გაუმჯობესებული სერვისებისა და ბენეფიტების მიწოდება.

ამ  მიზნით, მოცემულ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის,   აჭარაში მისი პარტნიორი ორგანიზაციის - სოციალურ მუშაკთა ასოციაციის   დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება აჭარის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა. ამავდროულად, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ფარგლებში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ხელშეწყობით საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც.

 ამასთან, ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისათვის  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ICF-ის ექსპერტებთან  ინტენსიური კონსულტაციების  შედეგად ზრდასრული შშმ პირების შეფასებისთვის შერჩეული იქნა ინსტრუმენტი -  Disability Assessment Schedule 2.0 (WHODAS 2.0), ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვს - MDS. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ბავშვის ფუნქციის შეფასების ინსტრუმენტის სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კითხვარის -Model Disability Survey - მოდიფიცირების შედეგად. აღნიშნული ინსტრუმენტი ამ ეტაპზე საჭიროებს  სტანდარტიზაციას, რომელსაც შესაბამისი პროექტის ფარგლებში ახორციელებს ა(ა)იპ საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია.   

---

 

 

 

„ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული უწყებათაშორისი ჯგუფი“

„ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეულიჩარევის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 9 თებერვლის №282 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის №234 დადგენილებით დამტკიცდა „ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს №01-66/ო ბრძანებით შეიქმნა „ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ადრეული განვითარების გეგმის შესრულებას.

---

 

 

 

„ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის №01-134/ო ბრძანებით შეიქმნა „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს დებულება და შემადგენლობა“. აღნიშნული საკოორდინაციო საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის შემდგომ განვითარებას, ერთიანი ეროვნული პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც გააღრმავებს ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების (მათ შორის, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ორგანეობი, ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები), თუ არასამთავრობო, დონორი,  საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების უწყებათაშორის თანამშრომლობას. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: მოახდინოს დროული და შესაბამისი რეაგირება ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში მიმდინარე ინიციატივებზე და ხელი შეუწყოს სამთავრობო დონეზე მათ განხილვას, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობისა და პროგრამების შემუშავებაში, ხელი შეუწყოს ოჯახის მხარდამჭერი და ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების განვითარებას, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას და ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევას, განავითაროს შესაბამისი კონცეფცია, რაც უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას, შეიმუშაოს საქართველოში მიმდინარე  ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა გეგმა და კოორდინაცია გაუწიოს გეგმის განხორციელებას.

--- 

 

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი