ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge

რა არის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). - გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ფარგლებში  შექმნილი საერთო კომისია.

კომისიურად  განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები; - ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით.

 

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

- სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;

- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად;

-  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოლიციელი ან სამხედრო მოსამსახურე;

-  გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში ლტოლვილისა და  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ასევე №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება  კერძო სადაზღვევო სქემებით, ან შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამებით, ან ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებით;

- სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები);

- HER-2 რეცეპტორ-დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის და HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს  დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები,  ლტოლვილის  ან  ჰუმანიტარული  სტატუსის  მქონე  პირები,  გარდა ქ. თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა; (28.01.2019 N8)

- პირი, რომელიც შესაბამისი განაცხადით მოითხოვს სამედიცინო მომსახურებასთან/დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.

- საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირები, რომელთაც ესაჭიროებათ ისეთი გეგმური/გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, რომელთა ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში შეძენილი სადაზღვევო პირობების მიხედვით სადაზღვევო სქემებით, მაგრამ ფინანსდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის. (25.03.2019 N 150)

 

რას ითვალისწინებს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს, როგორც გადაუდებელ, ისე გეგმურ სამედიცინო შემთხვევებს, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებს, ქირურგიულ ოპერაციებს,  მედიკამენტებსა და დიაგნოსტიკურ  კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს.

 სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას   მათ შორის:

-         გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირების კარდიოქირურგიულ მკურნალობას, თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით;

-         პროგრამა „მომავლის ბანაკით" განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით;

-         ადრეული ძუძუს აგრესიული  და მეტასტაზური HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტით (ტრასტუზუმაბი)  ან ტრასტუზუმაბი/პერტუზუმაბით ნაწილობრივ ან სრულად უზრუნველყოფას;

-         პროგრამა „საზაფხულო სკოლებით" („დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად") განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომელთა ხარჯებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით;

-         სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პოსტკოიტალური კონტრაცეფციით/სგგდ ტესტირებითა და მკურნალობით უზრუნველყოფა.

 

ვის და რა დოკუმენტაციით უნდა მიმართოთ რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად?

რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე იწერება განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს  მოთხოვნის ფურცელი, რომელიც გენერირდება სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მოთხოვნის რეფერალური მომსახურების  მიმართვების ადმინისტრირების მოდულზე ატვირთვისას.

უცხოეთში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში:

 ა) მაძიებლის და წარმომადგენლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 

ბ) მიმდინარე წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაN IV–100/ა), სადაც მკაფიოდ და დეტალურად  არის განმარტებული ყველა პუნქტი, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), გადატანილი დაავადებები, ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა. საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ფორმა №IV-100/ა-ში დამატებით უნდა იყოს ექიმის რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის საჭიროების თაობაზე (ICD–10 და NCSP კოდების მითითებით).

 

გ) საზღვარგარეთის კლინიკის მიერ საერთაშორისო ვალუტაში ( დოლარი, ევრო) გაცემული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით   (ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიალურად)  დანახარჯები მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი ჩაშლის მიხედვით:

- არასამედიცინო მომსახურება (ტრანსფერი, სასტუმრო, თანმხლები პირი  სხვა);

- სამედიცინო მომსახურება: (ოპერაციული ჩარევა; კონსერვატიული მკურნალობა; დიაგნოსტიკა; ქიმიოთერაპია;სხივური თერაპია და სხვა.)

 

 დ) ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან მკურნალობისთვის მობილიზებული თანხის დაფიქსირებით. 

 

სათანადო დოკუმენტაციის სამინისტროში წარმოდგენის შემდეგ,  პოლიტიკის დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წერილობით მიმართავს შესაბამისი დარგის ექსპერტს ან შესაბამისი დარგის პროფესიულ  ასოციაციას, მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის  საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით

 

საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის დაფინანსების საკითხი განიხილება მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ  შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნა  დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის  მიღება საქართველოში  შეუძლებელია.

 

კომისიის მიერ განიხილება მოქალაქის შესახებ მიმართვების ადმინისტრირების მოდულზე დაფიქსირებული ყველა ინფორმაცია, ამასთან ერთად, მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციაც.

 

განცხადებების განხილვისას კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და გადაწყვეტს დაფინანსების საკითხს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების  სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას უზრუნველყოფს კომისია სპეციალური შემადგენლობით.  

განმცხადებელს კომისიის გადაწყვეტილება (როგორც დადებითი პასუხის, ისე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში)  ეცნობება დადგენილი წესით- პროგრამულად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

 

როდის იმართება რეფერალური პროგრამის კომისია?

რეფერალური პროგრამის ფარგლებში  შექმნილი საერთო კომისია თვეში 2-ჯერ იმართება,ხოლო სპეციალური შემადგენლობის - კვირაში ერთხელ.

შესაბამისი კომისიის მიერ სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებების გათვალისწინებით ხდება.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505

 

 

 

 

 

რეფერალური მომსახურება

ბრძანება №01-12/ო

ბრძანება №01-469/ო

ბრძანება №01-469/ო დანართი

საქართველოს მთავრობის დადგენილება №331

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი