
შპს "დოქტორ გუდსი"-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2023 წლის 28 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "დოქტორ გუდსი"-ს (ს/ნ 406265786) მიმართ. ვინაიდან, შპს "დოქტორ გუდსი"-ს დირექტორს არ მიუღია ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. 2023 წლის 28 ივლისის N007307 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.