
მოწვევა კომიტეტების წევრობაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოში
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ცვილებების შესაბამისად, ყალიბდება დასაქმების და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტები (იხ. საბჭოს თანდართული დებულება).
კომიტეტების წევრობით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მათ შორის დარგობრივ ორგანიზაციებს), რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, შეუძლიათ ა.წ. 15 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ელ. ფოსტის მისამართზე: disabilitycouncil@moh.gov.ge
- შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი და ინტერესთა შეუთავსებლობის დეკლარირების ფორმა თანდართული დოკუმენტის მიხედვით;
- მოკლე ავტობიოგრაფია (შესაბამის სფეროში გამოცდილების მითითებით);
- დამოუკიდებელი ექსპერტის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი დარგობრივი/თემის წარმომადგენლი ორგანიზაციიდან.
შენიშვნა: წერილის სათაურში უნდა მიეთითოს კომიტეტის დასახელება, რომელშიც გსურთ გაწევრიანება.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:
- ერთ ორგანიზაციას აქვს უფლება, წარმოადგინოს ერთი კარდიდატი (ასევე ალტერნატი), რომელიც ისარგებლებს ერთი ხმის უფლებით კომიტეტში. წევრს/ორგანიზაციას აქვს უფლება წარმოდგენილი იყოს ხმის უფლებით მხოლოდ 2 კომიტეტში;
- უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება შესაბამის სფეროში (აქვთ მიმდინარე ან განხორციელებული პროექტები, პუბლიკაციები და სხვა დაკავშირებული საქმიანობა).