
მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აცხადებს ბაზრის კვლევას
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესყიდვის მიზნით
III პაკეტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესებისა და პირობების შესაბამისად გეგმავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესყიდვას.
გთხოვთ, შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი, ტექნიკური დეტალები და ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებლისათვის განსაზღვრული მოთხოვნები იხილოთ თანდართულ დოკუმენტში და წარმოადგინოთ წინადადება მითითებული ფასების ცხრილის ფორმატის შესაბამისად.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 სექტემბერი.
გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ttoriashvili@moh.gov.ge და khamilakhvari@moh.gov.ge - სათაურით (subject line) წინადადება - ბაზრის კვლევა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესყიდვის მიზნით.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის!
საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი:
ხატია ამილახვარი - შესყიდვების კონულტანტი.
ტელ: 032 2 51 00 26 (შიდა - 05 06)