
ი.მ. „ალდარ ბატომუნკუევ“-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2023 წლის 17 მაისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1–ლი პუნქტის და 23-ე მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, ი.მ. „ალდარ ბატომუნკუევ“ ს/ნ 306383384 მიმართ. ვინაიდან, ი.მ. „ალდარ ბატომუნკუევ“-ს დირექტორს არ მიუღია ოქმის შედგენაში მონაწილეობა, მისი თანხმობით ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ მის მიერ მითითებულ იურიდიულ მისამართზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N006487 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.