
უსფ ,,გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო"-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2023 წლის 04 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, უსფ ,,გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო"-ს (ს/ნ 405373750) მიმართ. ვინაიდან, უსფ ,,გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო"-ს დირექტორს არ მიუღია ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N007474 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.