
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა ან/ და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა ან/ და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცდა სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ახალი ფორმები. კერძოდ:
ა) სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები (დანართი 1);
ბ) სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა (დანართი 2);
გ) სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი 3);
დ) სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი 4).
შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ანგარიშგების წარმოდგენა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით. ამასთან, გაცნობებთ, რომ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული პირველი და მე-2 დანართით განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე, ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული გადამტანი), ხოლო მე-3 და მე-4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია - მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით, ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე.