
საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარი მოთხოვნის შესაძლებლობა აქვთ
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.
მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. ფორმის შევსების შემდეგ უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას. ფორმის შევსების შესახებ, ასევე განაცხადზე გადაწყვეტილება მოგივათ თქვენს მიერ ფორმის შევსებისას მითითებულ ელექტრნულ ფოსტაზე. განაცხადის განხილვის ვადა არის 5 სამუშაო დღე.
თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოაქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
სისტემაში ფორმის შესავსებად გამოიყენეთ აღნიშნული ლინკი:
2020 წლის 1 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თვითიზოლაციაში გადაყვანა/მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში : • პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგ: ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვა) გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას; • საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით; • სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.
ფორმის შევსება შესაძლებელია ასევე მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდიდან www.stopcov.ge