
კონკურსი დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე
2020 წლის წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის მიზნით, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის თაობაზე.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და წარმოადგინოს საკონკურსო წინადადება საკონკურსო პირობების შესაბამისად.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“-ში (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა), დალუქული კონვერტით.
დეტალური-ინფორმაცია-კონკურსში-მონაწილეთათვის
საკონკურსო წინადადების მიღება იწყება - 2020 წლის 1 სექტემბერს და მთავრდება - 2020 წლის 15 სექტემბერს, 18.00 საათზე.
საკონტაქტო პირი:
მაიკო მიქაია
ტელ.: 599 03 54 34.
ელ.ფოსტა: m.mikaia@idp.gov.ge