
ი/მ კახაბერ იანვარაშვილის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2020 წლის 16 ივლისს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, ი/მ კახაბერ იანვარაშვილის (პ/ნ 14001007134) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა ი/მ კახაბერ იანვარაშვილს უფლებამოსილ პირს ოქმის შედგენის დროისა და ადგილის შესახებ, იგი არ გამოცხადდა ოქმის შედგენაში მონაწილეობის მიღების მიზნით დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, ოქმის მეორე პირი საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით. განმეორებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N001001 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. ოქმი განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.