
შპს „ბრუტტა ვიტა“-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2020 წლის 10 ივლისს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს „ბრუტტა ვიტა”-ს (ს/კ 431179752) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს „ბრუტტა ვიტა”-ს უფლებამოსილ პირს ოქმის შედგენის დროისა და ადგილის შესახებ, იგი არ გამოცხადდა ოქმის შედგენაში მონაწილეობის მიღების მიზნით დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, ოქმის მეორე პირი საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით. განმეორებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000992 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. ოქმი განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.