
შპს ედელვაისის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2020 წლის 27 ივლისს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს „ედელვაისი”-ს (ს/კ 206211259) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა შპს „ედელვაისი”-ს უფლებამოსილ პირს ოქმის შედგენის შესახებ, მან არ მიიღო ოქმის შედგენაში მონაწილეობა და უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებაზე. შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N001020 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.
ოქმი განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.