
შპს „გრინ ფემილის“ მიმართ მიღებული საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება
2022 წლის 03 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა N57 საურავის შესახებ დადგენილება შპს „გრინ ფემილის“ (ს/ნ 445549639) მიმართ. აღნიშნული დადგენილება გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით. დადგენილების ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. დადგენილება განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.