
შპს "ჯი-ემ-თი მთაწმინდა"-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "ჯი-ემ-თი მთაწმინდას"-ს (ს/ნ 203843396) მიმართ. ვინაიდან, შპს "ჯი-ემ-თი მთაწმინდას" დირექტორმა, ბ-ნ გიორგი თავაძემ უარი განაცხადა ოქმის შედგენაში მონაწილეობაზე და მოითხოვა ოქმის მეორე პირის ფოსტით გაგზავნა, შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N004598 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.