
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, მენაშენეების კონკურსი გამოცხადდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ბინების შესყიდვის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.
ამ ეტაპზე, სააგენტო თბილისში ერთოთახიან და ოროთახიან ბინებს შეისყიდის.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები, 2022 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, დევნილთა სააგენტოში უნდა წარმოადგინონ.
საკონკურსო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : საკონკურსო-პირობები
მისამართი: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;