ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად ვადის გაგრძელება
10 ოქტომბერი, 2022

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად ვადის გაგრძელება

საქართველო

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი.

სესხის ნომერი 9273 -GE

დავალების სახელწოდება: პირველადი ჯანდაცვის სექტორში უმინიზაციისა და COVID-19-ის ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და  უნარების გაძლიერების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა

ხელშეკრულება / RFP No: COVID19/AF/CS-RFP-01

 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დამატებითი დაფინანსება COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  - ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს) საკონსულტაციო მომსახურების (”მომსახურება”) გასაწევად.

ამ დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 7 თვე.

მოცულობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ტექნიკური დავალებაში. ტექნიკური დავალება ასევე შეგიძლიათ იხილოთ შენდეგ ბმულზე:

https://www.dropbox.com/s/f76qghya9c854cx/revised_ToR_final-as%20published.pdf?dl=0

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის საჩვენებლად, რომ მათ აქვთ აუცილებელი გამოცდილება მომსახურების შესასრულებლად. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ:

1. კომპანიის პროფილი;

2. კომპანიის გამოცდილება დავალების შესაბამის პროექტებში;

3. ზოგადი მიმოხილვა კომპანიის პერსონალის შესაძლებლობებზე და გამოცდილებაზე.

დაინტერესებული კონსულტანტების ყურადღება მიიპყრო მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების IPF მსესხებელთა (დებულება) 3.14 პუნქტმა (2016, ივლისი, განახლებული 2017 წლის ნოემბერი და 2018 წლის აგვისტო), რომელშიც მოცემულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

კონსულტანტებს შეუძლიათ შექმნან ასოციაცია (გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები ასოციაცია არის ქვეკონსულტაცია ან ერთობლივი საწარმო და წარდგინებაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის ხასიათი) მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასებისას ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული.

დავალების შესაბამის პროექტებში გამოცდილება უნდა წარმოადგინონ თანდართული N1 ფორმის შესაბამისად.

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: khamilakhvari@moh.gov.ge

ინტერესის გამოხატვა ელექტრონულად უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2022 წლის 24 ოქტომბერი, 18:00 საათისა.

სახელი: ხატია ამილახვარი

თანამდებობა: შესყიდვების კონსულტანტი

ელ. ფოსტა: khamilakhvari@moh.gov.ge,          

CC: ttoriashvili@moh.gov.ge and ninokvernadze@moh.gov.ge  

ვებ გვერდი: www.moh.gov.ge

revised_ToR_final-as published

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი