
შპს "ენერჯი ოილ გრუპი"-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 05 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ბ.ე“ ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "ენერჯი ოილ გრუპი"-ს (ს/ნ 402032153) მიმართ. ვინაიდან, შპს "ენერჯი ოილ გრუპი"-ს დირექტორმა, ბ-ნ არჩილ მელიქიშვილმა უარი განაცხადა ოქმის შედგენაში მონაწილეობაზე და მოითხოვა ოქმის მეორე პირის ფოსტით გაგზავნა, შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N004540 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.