
შპს "მიდთაუნგრუპი"-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "მიდთაუნგრუპი"-ს (ს/ნ 445461704) მიმართ. ვინაიდან, შპს "მიდთაუნგრუპი"-ს დირექტორმა, ბ-ნ რომან გაბაიძემ უარი განაცხადა ოქმის შედგენაში მონაწილეობაზე და მოითხოვა ოქმის მეორე პირის ფოსტით გაგზავნა, შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N004576 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.