
შპს "ლაზი"-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ.ე" ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს "ლაზი"-ს (ს/ნ 436036772) მიმართ. ვინაიდან, შპს "ლაზი"-ს დირექტორმა, ბ-ნ ზვიად რუბანოვმა უარი განაცხადა ოქმის შედგენაში მონაწილეობაზე და მოითხოვა ოქმის მეორე პირის ფოსტით გაგზავნა, შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N004793 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.