
დავით ხეცურიანის მიმართ მიღებული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა N 81 დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც, შეწყდა დავით ხეცურიანის მიერ 2021 წლის 25 მარტს წარმოდგენილი №28267 საჩივრის საფუძველზე დაწყებული წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება კანონით დადგენილი წესით, ფოსტის საშუალებით ორჯერ გაიგზავნა, გზავნილის ადრესატს ვერ ჩაბარდა. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. დადგენილება განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.