
ლუკა იოსელიანის მიმართ მიღებული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წლის 22 ოქტომბერს მიღებულ იქნა N 101 დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც, შეწყდა ლუკა იოსელიანის მიერ 2021 წლის 09 მარტს წარმოდგენილი №986 საჩივრის საფუძველზე დაწყებული წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება კანონით დადგენილი წესით, ფოსტის საშუალებით ორჯერ გაიგზავნა, გზავნილის ადრესატს ვერ ჩაბარდა. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. დადგენილება განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.