
თამარ მაჭავარიანის მიმართ მიღებული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წლის 25 ოქტომბერს მიღებულ იქნა N 125 დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც, შეწყდა თამარ მაჭავარიანის მიერ 2021 წლის 29 აპრილს წარმოდგენილი №43583 საჩივრის საფუძველზე დაწყებული წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება კანონით დადგენილი წესით, ფოსტის საშუალებით ორჯერ გაიგზავნა, გზავნილის ადრესატს ვერ ჩაბარდა. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. დადგენილება განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.