
შალვა ხუხაშვილის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2022 წლის 24 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შალვა ხუხაშვილის (ს/ნ 01024062741) მიმართ. ვინაიდან,შალვა ხუხაშვილს არ მიუღია ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N005858 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.