
შპს "მიდთაუნგრუპის" მიმართ მიღებული საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება
2023 წლის 01 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა N28 საურავის შესახებ დადგენილება შპს "მიდთაუნგრუპის" (ს/ნ 445461704) მიმართ. აღნიშნული დადგენილება გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით. დადგენილების ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. დადგენილება განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ.