
შპს „ფინალის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ
2023 წლის 03 აპრილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, შპს „ფინალის“ (ს/ნ 445575217) მიმართ. ვინაიდან, შპს „ფინალის“ დირექტორს არ მიუღია ოქმის შედგენაში მონაწილეობა, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N005826 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე.