
შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებთან
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი უნივერსალური ჯანდაცვის პროექტის დეტალები განიხილებოდა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გზები და პროექტის ეფექტური განხორხციელებისთვის საჭირო ამოცანები განიხილეს.
უნივერსალური ჯანდაცვის პროექტი, რომელიც მარტიდან ამოქმედდება საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.