ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებთან
25 თებერვალი, 2013

შეხვედრა პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებთან

დღეს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომელთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამედიცინო ქსელის პედიატრიული პროფილის სტაციონარების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გრიპის შემთხვევების მატების ტენდენციასთან დაკავშირებით, სამედიცინო ქსელის მობილიზაციის საკითხები განიხილებოდა. 
შეხვედრაზე მოხდა საქართველოს მსაშტაბით არსებული ანტივირუსული პრეპარატებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების დარჩენილი მარაგების გადახედვა და დაიგეგმა გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით საჭირო მედიკამენტების დამატებითი გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით რაიონების მიხედვით. 
სამედიცინო დაწესებულებებს გაეწიათ რეკომენდაცია გრიპის სეზონის (მათ შორის, პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის) დამთავრებამდე (მარტის თვის პირველი დეკადა) გააგრძელონ დაქვემდებარებული საავადმყოფოების ყველა რესურსის (სამედიცინო პერსონალი, კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის პალატები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვა) მობილიზების უზრუნველყოფა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო