ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დასაქმების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა
23 თებერვალი, 2013

დასაქმების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა

დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კახაბერ საკანდელიძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს დასაქმების სფეროში სახელმწიფოს სტრატეგია და 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. დოკუმენტი უახლოეს მომავალში განსახილველად მთავრობას გადაეგზავნება, გაზაფხულიდან კი ოფიციალურად ამოქმედდება. 
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, როგორც ბიზნეს გარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების გზით. 
სტრატეგიაში აისახა პირველი რიგის გადასაჭრელი ამოცანები, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის და უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობისათვის. წარმოდგენილი დოკუმენტის რეალიზაციის შედეგად უახლოეს ორ წელიწადში შეიქმნება საკანონმდებლო ინფორმაციული და ორგანიზაციული სისტემა დასაქმების სფეროში. 
მომზადდება საქართველოს „შრომის კოდექსის" ახალი პროექტი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჩამოყალიბდება სახელმწიფო ორგანიზაციული სისტემა ( კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრების ქსელი მთელი ქვეყნის მაშთაბით) სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისათვის.
სტატეგიის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციებისათვის გაიმართება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო