ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულთა გათავისუფლება მოხდება
20 თებერვალი, 2013

დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულთა გათავისუფლება მოხდება

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავეს დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მოხდება მსჯავრდებულთა სასჯელისგან გათავისუფლება.

2013 წლის 15 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

აღსანშნავია, რომ 2012 წლის დეკემბერში უკვე განხორციელდა უწყებათაშორისი კომისიის რეფორმა, რომელმაც შემდგომში აღნიშნული ბრძანებით უნდა იხელმძღვანელოს. უწყებათაშორისი კომისია უკვე 3 თვეა აქტიურად მუშაობს მძიმე ავადმყოფთა სასჯელისგან გათავისუფლებისთვის. კომისიის მუშაობაში სამედიცინო პროფესიული ასოციაციებიც მონაწილეობენ.

2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებაში მითითებული დაავადებათა ჩამონათვალი (ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადება, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემის დაავადებები, მხედველობის მოშლა და სიბრმავე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანატომიური დეფექტები, აივ ინფექცია/შიდსი, ჰემატოლოგიური დაავადებები) შეესაბამება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორს (ICD-10), სადაც ნათლად არის განსაზღვრული დაავადებათა სტადიები და გართულებები, რომლის შემთხვევაშიც მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს, ასევე შეტანილია თვისობრივად ახალი მუხლი (მუხლი 16), რომელიც იძლევა იმ მსჯავრდებულ პაციენტთა შეფასების და გათავისუფლების შესაძლებლობას, რომელთა შემთხვევაშიც სამედიცინო ჩარევა უშედეგოა.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს ამ ბრძანების და ამასთანავე უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობა და არ მოხდეს მისი გაიგივება მსჯავრდებულთა გათავისუფლების სხვა მექანიზმებთან, როგორიცაა შეწყალებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიები.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად „ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ ჰუმანურად მოექცნენ". 
2013 წლის15 თებერვლის ბრძანება და უწყებათაშორისი კომისია ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო