
შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
თბილისში ოფიციალური ვიზიტით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წამომადგენლები იმყოფებიან. ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩეველი კარი ტაპიოლა და მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი დიმიტრინა დიმიტროვა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კახაბერ საკანდელიძეს შეხვდნენ. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში გაეცნო საქართველოს ახალ შრომით კანონმდებლობას, ასევე გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველო 1993 წლიდან შეუერთდა და ამ დროისათვის 16 კონვენციაა რატიპიცირებული.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს გაეროს ერთადერთ სააგენტოს, რომელიც სამმხრივ წარმომადგენლობას აერთიანებს. ესენია: მთავრობა, დამსაქმებლები და დასაქმებულების ინტერესების წარმომადგენლები.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე სპეციალური მოწვევა ჩამოიტანეს. საქართველოს მთავრობის მეთაური 8 -11 აპრილს ქ.ოსლოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპის მეცხრე რეგიონალურ სხდომაზეა მიწვეული, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.