
ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი ჟენევაში
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალში, რომლის მთავარი თემა ჯანდაცვის უნივერსალური სისტემის შექმნაა.
ღონისძიება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ეგიდით ტარდება. ბოლო წლებში უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შექმნა ქვეყნების უმრავლესობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 18-19 თებერვალს ჟენევაში გამართულ მინისტერიალზე სხვადასხვა ქვეყნებს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის საჭირო სტრატეგიაზე და ამ მიმართულებით გასატარებელ საჭირო პოლიტიკაზე იმსჯელებენ. მოხდება არსებული გამოცდილების გაზიარება და უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრა.